Gphone - VoIP Internet Phone Service

შესაძლებელია თუ არა ამ სერვისით სარგებლობა საზღვარგარეთ?

 

ამ სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არის ინტერნეტ ჩართვა მინიმუმ 64კბ/წმ სიჩქარით.

 

..................................................................................................................................


როგორ შევამოწმო ბალანსი?


ბალანსის შესამოწმებლად შედით თქვენს პირად ვებ ანგარიშში და მთავარ გვერდზე იხილეთ არსებული ბალანსი და თქვენი Gphone-ის ნომრიდან დარეკეთ ნომერზე 888 ავტომოპასუხე გაგაცნობთ თქვენს არსებულ ბალანსს. სერვისი უფასოა.



..................................................................................................................................


როგორ შევიდე ვებ ანგარიშში?


შედით ვებ გვერდზე www.gphone.ge მომხმარებლის სახელში მიუთითეთ Gphone-ის 6 ნიშნა ნომერი, პაროლში- ელ.ფოსტაზე მიღებული პაროლი.


................................................................................................................................

როგორ გადავამისამართო ზარები და ფასიანია თუ არა ეს ფუნქცია?


ზარის გადამისამართების ფუნქცია რომ გაააქტიუროთ, შედით თქვენს ვებ ანგარიშში. ჩამოშალეთ საქაღალდე დეტალები > მოწყობილობები > ზარების განკარგვა.
აირჩიეთ რა შემთხვევაში გსურთ ზარის გადამისამართება და მის გასწვრივ შედით რედაქტირება-ში. მოთხოვნის შემთხვევაში მიუთითეთ დრო, (თუ გსურთ ზარის გადამისამართება უპასუხო ზარის შემთხევაში უნდა მიუთითოთ დროის მონაკვეთი, რის შემდეგაც ზარი ჩაითვლება უპასუხოდ და გადამისამართდება. გაითვალისწინეთ, თუ ირჩევთ გადამისამართებას უპასუხო ზარის შემთხვევაში და დრო-ს არ შეცვლით ზარი გადამისამართდება იმ დროის შემდეგ, რაც მითითებულია განყოფილებაში დრო დააჭირეთ  მწვანე ნიშნულს. მოქმედება-ში მიუთითეთ გადამისამართება  დააჭირეთ მწვანე ნიშნულს. მიუთითეთ ნომერი, რომელზეც უნდა გადამისამართდეს ზარი, მონიშნეთ. მიუთითეთ საიდენთიფიკაციო ნომერი და აირჩიეთ შეცვლა.

სერვისის გაუქმება: შედით თქვენს ვებ ანგარიშში დეტალები > მოწყობილობები > ზარების განკარგვა, გააქტიურებული სერვისის გასწვრივ შედით რედაქტირება-ში და მოქმედება-ში მიუთითეთ არცერთი. იმ შემთხვევაში, თუ  სერვისის აქტივაციისას   შეცვალეთ დრო, დააბრუნეთ პირვანდელ მდგომარეობაში.

 

..................................................................................................................................

შესაძლებელია თუ არა დარეკვა, როდესაც კომპიუტერი არის გამორთული?

 

შესაძლებელია ანალოგური სატელეფონო ადაფტერის ან IPტელეფონის საშუალებით. ამ შემთხვევაში ტელეფონი კომპიუტერზე არ არის დამოკიდებული.

 

..................................................................................................................................

რა არის საჭირო, რომ ვისარგებლოთ Gphone-ის მომსახურებით?

 

აირჩიეთ სასურველი სერვისი, ნომერი და გაიარეთ რეგისტრაცია. შემდეგ დააკონფიგურირეთ სასურველი მოწყობილობა. (სატელეფონო ადაფტერი, უფასო სატელეფონო პროგრამა X lite  ან  IP ტელეფონი)

Gphone-ის მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტ კავშირი, რომელიმე Sip ტიპის მოწყობილობა (პროგრამული ან აპარატურული) კომპიუტერის და პროგრამული ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში დაგჭირდებათ ყურსასმენი და მიკროფონი.

თუ გამოიყენებთ აპარატურულ Sip  მოწყობილობას, როგორიცაა ანალოგური სატელეფონო ადაფტერი, დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ტელეფონის აპარატი, რომელიც ერთდება ამ მოწყობილობაში.

თუ გამოიყენებთ IP ტელეფონს, უნდა დაუკავშიროთ ინტერნეტ როუტერს Ethernet  კაბელის მეშვეობით.

 

....................................................................................................................................

რომელი კოდეკების და პროტოკოლების მხარდაჭერა აქვს Gphone-ს?

 

G.729

G.711

G.726

Gphone მუშაობს Sip პროტოკოლზე

 

....................................................................................................................................

როგორ დავაკონფიგურირო?


პროგრამული ტელეფონი
სატელეფონო ადაფტერი
IP ტელეფონი
 

 

...................................................................................................................................

როგორ დავაკონფიგურირო Gphone-ის ნომერი Nokia N/E სერიის  მობილურ ტელეფონებზე?

 

1. შედით მენიუში და დააჭირეთ შემდეგ ღილაკს:
Tools > Settings > Connection > SIP settings

2. შექმენით შემდეგი პროფილი
Profile Name:                  Gphone
Profile:                              IETF
Access point:                    თქვენი WLAN
Public user name:           47XXXX@sip.gphone.ge
Use Compression:            No
Registration:                      "Always on"
Use Security:                     No

3. დაბრუნდით წინა მენიუში, და შეავსეთ შემდეგი ველები
Proxy Server Address:    sip.gphone.ge
Registrar Server:               sip.gphone.ge
Realm:                                asterisk
User Name:                       თქვენი ტელეფონის ნომერი 47XXXX

4. შავსეთ შემდეგი ველები Registar Server-ში
Registrar Server:                sip.gphone.ge
Realm:                                 asterisk
User Name:                        თქვენი ტელეფონის ნომერი 47XXXX
Password:                            ******
Transport Type:                UDP
Port:                                    5060

5. დააჭირეთ შემდეგ ღილაკს Tools > Settings > Connection > SIP settings > Internet Telephone Settings  შექმენით ახალი პროფილი და დაარქვით  "Gphone".
აირჩიეთ "Gphone" როგორც Default Profile.

 

..........................................................................................................................................................................

 

როგორ აღვადგინო დაკარგული პაროლი?


დაკარგული პაროლის აღსადგენად მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე support@gphone.ge, წერილი უნდა გამოგზავნოთ იმ საფოსტო მისამართიდან, რითაც დარეგისტრირდით. მიუთითეთ თქვენი მომხმარებლის სახელი. ახალი პაროლი გამოგეგზავნებათ ელ.ფოსტაზე.

 

...................................................................................................................................

როგორ ვისარგებლო ხმოვანი ფოსტით?

 

შედით თქვენს ანგარიშში, ჩამოშალეთ საქაღალდე  დეტალები > მოწყობილობები > ზარების განკარგვა, აირჩიეთ რა შემთხვევაში გსურთ ხმოვანი შეტყობინების მიღება და შედით რედაქტირება-ში, მოთხოვნის შემთხვევაში მიუთითეთ დრო. (თუ გსურთ ხმოვანი შეტყობონების მიღება უპასუხო ზარის შემთხევაში, უნდა მიუთითოთ დროის მონაკვეთი, რის  შემდეგაც ზარი ჩაითვლება უპასუხოდ და ჩაირთვება ავტომოპასუხე. გაითვალისწინეთ, თუ ირჩევთ ხმოვანი ფოსტის ფუნქციას უპასუხო ზარის შემთხვევაში და დრო-ს არ შეცვლით, ავტომოპასუხე ჩაირთვება იმ დროის შემდეგ, რაც მითითებულია განყოფილებაში დრო ) დააჭირეთ  მწვანე ნიშნულს. შემდეგ აირჩიეთ ხმოვანი ფოსტა და მონიშნეთ. ხმოვანი შეტყობინებები მოგივათ ელ.ფოსტაზე ან თქვენი Gphone-ის ნომრიდან დარეკეთ ნომერზე 777. სერვისი უფასოა.
სერვისის გაუქმება: შედით თქვენს ვებ ანგარიშში დეტალები > მოწყობილობები > ზარების განკარგვა, გააქტიურებული სერვისის გასწვრივ შედით რედაქტირება-ში და მოქმედება-ში მიუთითეთ არცერთი. იმ შემთხვევაში, თუ  სერვისის აქტივაციისას   შეცვალეთ დრო, დააბრუნეთ პირვანდელ მდგომარეობაში.

 

...................................................................................................................................

სად უნდა მივიღო ვაუჩერის კოდი ?

 

თუ თვის განმავლობაში დააგროვეთ საკმარისი წუთების რაოდენობა, ვაუჩერის კოდს მიიღებთ ელ.ფოსტაზე.

 

...................................................................................................................................

როგორ გადავიხადო?

 

თქვენი ვებ ანგარიშიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ PayPal გადახდებით, სხვა შემთხვევაში უნდა მიაკითხოთ  საქართველოს ბანკის, სახალხო ბანკის სერვის ცენტრებს ან ისარგებლოთ საქართველოს ბანკის, რესპუბლიკა ბანკის, TBC  ბანკის ან VTB ბანკის ინტერნეტ ბანკინგით. (საბანკო გადარიცხვების შემთხვევაში მიუთითეთ კომუნალური გადახდები, კომპანია ჯეონეთი და თქვენი ტელეფონის ნომერი)

 

...................................................................................................................................

როგორ გადავიხადო PayPal-ით?


შედით თქვენს ვებ ანგარიშში აირჩიეთ  გადახდა,  მიუთითეთ 
თანხა (გადახდა ხდება დოლარში, კონვერტირდება შესაბამისი კურსით  და ანგარიშზე იდება ლარი)
თუ გსურთ გადაიხადოთ PayPal-ის ანგარიშიდან რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, საჭიროა მიუთითოთ ანგარიშის მფლობელის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელ.ნომერი. თქვენს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას Gphone-ის ადმინისტრაცია გადაამოწმებს უახლოეს ბიზნეს საათში და დაგიკავშირდებათ ელ.ფოსტის მეშვეობით, ინფორმაციის გადამოწმება ხდება უსაფრთხოების მიზნით ერთჯერადად.

 

...................................................................................................................................

რა შემთხვევაში ჩამომერთმევა ნომერი?

 

უფასო ნომერი ორმხრივად გაგეთიშებათ თუ  3 თვის განმავლობაში არ სარგებლობთ შემომავალი და/ან გამავალი ზარებით (3 თვის განმავლობაში მინიმუმ 60 შემომავალი და/ან გამავალი წუთი)
ფასიანი ნომერი ორმხრივად გაგეთიშებათ  თუ 6 თვის განმავლობაში არ სარგებლობთ შემომავალი და/ან გამავალი ზარებით (6 თვის განმავლობაში მინიმუმ 60 შემომავალი და/ან გამავალი წუთი)
ნომერი გაითიშება წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე, ორმხრივად გათიშვიდან 14 დღის განმავლობაში თუ არ დაფიქსირდა გადახდა ნომერზე, ანგრიში გაუქმდება.

 

...................................................................................................................................

შესაძლებელია თუ არა ნომრის აღდგენა?

 

ნომრის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ყოფილი ნომერი მოცემული მომენტისთვის არის თავისუფალი. ნომრის აღდგენა არის უფასო.

 

...................................................................................................................................

როგორ დავრეკო ?

 

საზღვარგარეთ დასარეკად აკრიფეთ 00, ქვეყნის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი.

მაგ:  რუსეთი         მოსკოვი                 00  7  495  ***  **  **
                                   მობილური            00  7   901  ***  **  **

თბილისის ფიქსირებულ  ნომრებზე დასაკავშირებლად  აკრიფეთ  ქალაქის ექვსნიშნა ნომერი.

მაგ: 47 00 00
 
საქართველოს რეგიონებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ  8, ქალაქის კოდი, აბონენტის ნომერი.

მაგ:  საქართველო      ბათუმი              8  222   *   **  **

 საქართველოს მობილურ ოპერატორებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 8 მობილური ოპერატორის კოდი აბონენტის ნომერი.

მაგ:  მაგთი                 8 99  **  **  **
         ჯეოსელი           8 93  **   **  **
         ბილაინი             8 97   **  **  **