Gphone - VoIP Internet Phone Service

შემცირდა ტარიფები
18/08/2010

2010 წლის 19 აგვისტოდან შემცირდა ტარიფები საქართველოს მობილურ ოპერატორებზე.

 

მაგთი 13 თეთრი

ჯეოსელი 13 თეთრი

ბილაინი 17 თეთრი

 

ტარიფი არ საჭიროებს აქტივაციას და დამატებით გადასახადს.

 

 დეტალებისთვის იხილეთ ტარიფები

OSMP
02/11/2009


2009 წლის 1 ნოემბრიდან Gphone-ის ბალანსის შევსება
შესაძლებელია OSMP-ს აპარატების მეშვეობით.


გადახდისათვის აირჩიეთ:
სატელეფონო მომსახურება> Geonet >Gphone >ტელ. ნომერი
ანგარიშზე შესატანი მინიმალური თანხა: 1 ლარი


ყურადღება!

სამუშაო დღეებში შეტანილი თანხა ბალანსზე აისახება მიმდინარე დღის 18:00 საათამდე.
არასამუშაო დღეებში შეტანილი თანხა, უახლოესი სამუშაო დღის 18:00 საათამდე.    

           

       

ვირტუალური ნომერი
06/04/2009

გთავაზობთ ვირტუალურ სატელეფონო ნომერს - დაფარული ნომრის სერვისს,
გაიარეთ რეგისტრაცია უფასოდ, მიიღეთ ოთხ ნიშნა სატელეფონო ნომერი და  განახორციელეთ ანონიმური ზარები.
არ მოქმედებს ერთჯერადი და სააბონენტო გადასახადი.

 

 

პირობები
მოქმედებს დეპოზიტური გადახდის სისტემა.  სერვისის აქტივაცია არ საჭიროებს ოფისში მისვლას და კონტრაქტის გაფორმებას.

 

 

გაითვალისწინეთ
ვირტუალური ნომრით შესაძლებელია ისარგებლოთ მხოლოდ გამავალი ზარებით. არის ოთხ ნიშნა, ვერ მიიღებთ შემომავალ ზარებს მაშინაც კი, როდესაც ანგარიშზე გექნებათ თანხა. დეპოზიტის ამოწურვის შემთხვევაში ნომერი გაითიშება. ნებისმიერი თქვენს მიერ განხორციელებული ზარი იქნება ფარული.
 

 

მომსახურების ტარიფი
სერვისის აქტივაცია არის უფასო. არ მოქმედებს სააბონენტო გადასახადი, სატელეფონო საუბრების აღრიცხვა ხდება Gphone-ის სატარიფო გეგმის მიხედვით წუთობრივი დამრგვალების გარეშე. პერსონალური ვებ ანგარიშიდან შესაძლებელია დეპოზიტის დეტალური კონტროლი.

 

იხ. ტარიფები          
   

ბონუს დეპოზიტი
06/04/2009

Gphone გთავაზობთ ბონუსების სისტემას. დააგროვეთ მინიმუმ 300 შემომავალი წუთი და Gphone გაჩუქებთ ფულად ვაუჩერს:

  • 300წუთი=5ლარს
  • 500წუთი=10ლარს
  • 1000წუთი=20 ლარს
  • 1500წუთი=30ლარს
  • 2000წუთი=40ლარს

 

რა არის ბონუს დეპოზიტი
ყოველი თვის ბოლოს შემომავალი წუთების რაოდენობის მიხედვით მიიღებთ ვაუჩერს, მისი გააქტიურებით ანგარიშზე დაგერიცხებათ თანხა, ვაუჩერის ფულადი რაოდენობა დამოკიდებულია თვის განმავლობაში შემომავალი წუთების საერთო რაოდენობაზე.

 

გაითვალისწინეთ
არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა  დეპოზიტზე თანხა ან რამდენი გამავალი წუთი გქონდათ თვის განმავლობაში. ვაუჩერის მისაღებად საჭიროა თვის განმავლობაში მინიმუმ 300 შემომავალი წუთი დაფიქსირდეს თქვენს Gphone-ის ნომერზე. ბონუს თანხა გაიზრდება შემომავალი წუთების რაოდენობის მიხედვით.
შემომავალი ზარები შიდა ქსელიდან არ დაანგარიშდება ბონუს სერვისში.
მიღებულ ბონუს თანხას ვერ მოხსნით Gphone-ის სატელეფონო ანგარიშიდან.
მიღებული ბონუს თანხით შეგიძლიათ განახორციელოთ ზარები ნებისმიერი მიმართულებით.

 

მომსახურების ტარიფი
მოქმედებს Gphone-ის სატარიფო გეგმა. იხ ტარიფები

 

ვაუჩერის მიღების წესები
თუ თვის განმავლობაში თქვენს ნომერზე დაფიქსირდა მინიმუმ 300 შემომავალი წუთი, თვის ბოლოს ვაუჩერს მიიღებთ ელ.ფოსტის მისამართზე და გაააქტიურებთ პერსონალური ვებ ანგარიშიდან ან დარეკავთ ნომერზე 999 და ოპერატორის ინსტრუქციის მიხედვით გაააქტიიურებთ ვაუჩერს. ვაუჩერის აქტივაციის შემდგომ ანგარიშზე დაგერიცხებათ შესაბამისი თანხა.
         

უფასო საუბრები
06/04/2009

აირჩიეთ უფასო/ფასიანი ნომრები და შიდა ქსელში ისაუბრეთ უფასოდ.

 

პირობები
Gphone გთავაზობთ უფასო საუბრებს შიდა ქსელში ლიმიტის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი და თქვენი პარტნიორის ადგილმდებარეობას, მთავარია ორივე თქვენგანი Gphone-ის ქსელში იყოთ ჩართული.

 

გაითვალისწინეთ
შიდა ქსელიდან შემომავალი ზარები არ ანგარიშდება ვაუჩერის მიღების დროს.

 

მომსახურების ტარიფი
მხოლოდ Gphone-ის აბონენტებს შეგიძლიათ ესაუბროთ უფასოდ, ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე მოქმედებს Gphone-ის სატარიფო გეგმა. იხ.ტარიფები      

 

Fax to Email
06/04/2009


ეს ფუნქცია შეგიცვლით ფაქსის აპარატს. თქვენს Gphone-ის ნომერზე გამოგზავნილ ფაქსებს მიიღებთ ელ.ფოსტაზე.


პირობები
სერვისის გასააქტიურებლად მოგვწერეთ ან დაუკავშირდით ოპერატორს. მიუთითეთ ელ.ფოსტის მისამართი, რომელზეც გსურთ ფაქსების მიღება.

 

გაითვალისწინეთ
ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში ფაქსის აპარატი არ დაგჭირდებათ.
Fax To Email ფუნქცია საშუალებას მოგცემთ მხოლოდ მიიღოთ ფაქსები.

 

რას ნიშნავს ფაქსი ელ.ფოსტაზე
უფასოდ გაააქტიურებთ სერვისს, ფაქსს მიიღებთ ფაქსის აპარატის გარეშე- PDF ფაილის ფორმატში.

 

მომსახურების ტარიფი
სერვისი Fax to Email არის უფასო.

 

                  

TBCPay
01/09/2009

დამატებულია  TBCPay-ის  გადახდების სისტემა

Gphone-ის ბალანსის შევსება შესაძლებელია TBCPay-ს აპარატების მეშვეობით.

აირჩიეთ: კომუნალური გადასახადები >Geonet >Gphone > მიუთითეთ ტელეფონის ნომერი
ანგარიშზე შესატანი მინიმალური თანხა: 1 ლარი.

სამუშაო დღეებში შეტანილი თანხა აისახება მიმდინარე დღის 18:00 საათამდე.
არასამუშაო დღეებში შეტანილი თანხა უახლოესი სამუშაო დღის 18:00 საათამდე.     
  

 

Fring
14/09/2009

ისარგებლეთ Gphone-ით თქვენი მობილურიდან. დააინსტალირეთ პროგრამა Fring და დარეკეთ  Gphone -ის დაბალი ტარიფებით.

 უპირატესობები:

  • თბილისის ნომერი თქვენს მობილურ ტელეფონზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში;
  • Gphone-ის და Fring-ის კომბინაცია 90%-ით შეგიმცირებთ როუმინგის ხარჯებს;
  • უფასო და სწრაფი ინსტალაცია;
  • სარგებლობა შესაძლებელია როგორც სიმ ბარათით ასევე მის გარეშე.


იხილეთ დეტალური ინფორმაცია 

განახლებული ტარიფები
15/07/2010

2010 წლის 15 ივლისიდან ძალაში შევა განახლებული ტარიფები საქართველოს მობილურ ოპერატორებსა და საერთაშორისო მიმართულებებზე, როგორც კერძო ასევე კორპორატიული კლიენტებისათვის. იხ.დეტალები

PAYBOX
30/11/2009

2009 წლის 7 დეკემბრიდან Gphone-ის ბალანსის შევსება შესაძლებელია PAYBOX-ის აპარატების მეშვეობით.

ანგარიშზე მინიმალური შესატანი 1 ლარი.

 

ყურადღება!

სამუშაო საათებში შეტანილი თანხა აისახება მიმდინარე დღის 18:00 საათამდე.
არასამუშაო დღეებში შეტანილი თანხა, უახლოესი სამუშაო დღის 18:00 მდე.